რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) პარტია „ქართული ოცნების" თავჯდომარემ თავისი არჩევანი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

ივანიშილი იმედოვნებს, რომ ქართული ოცნების" კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაში, ისე სხვა ოლქებში. აქტივობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების" კანდიდატებმა" - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×