რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში, პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა უკან დახევას არ ვაპირებთ. სანდრას თქვენ ლაითად ნუ უყურებთ. სანდრას უყურებდით როგორ ეკავა იქ თავი, როდესაც დარბოდნენ ეს ავადმყოფები და ცემდნენ ვიღაცებს და რაღაც. ერთი გრამი ფეხი არ მოუცვლია, ერთი წუთით უკან არ დაუხევია იმიტომ, რომ ჰოლანდიელი და ევროპელი არ ნიშნავს მხდალს. ევროპელები საკმაოდ გაბედულები არიან, სანდრა ძალიან გამბედავი ადამიანია, ძალიან თავზეხელაღებულიც შეიძლება იყოს და ნამდვილად არ დაიხევს უკან არაფერზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×