რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში მე-9-ე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო მოქალაქეებს შორის. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ უბანზე ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა. რასაც ოცნების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.

დილიდან ყველაზე მეტი აქტივობა ზუგდიდში ფიქსირდება. წინასაარჩევნოდ დაწყებული დაძაბულობა და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათ აქვთ ვიდეო, რომელშიც ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებია დაფიქსირებული.

„ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიები ჰქონდათ, რომელთაც იყენებდნენ ამომრჩეველთა მოსასყიდად, რაც ეს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. მე როდესაც მოვედი, ჩვენმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად ვიდეო მასალა აქვთ, როგორ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა. მე ეს ჯერ არც მინახავს, რადგან იმ მომენტში უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა გადმოგვცემენ ამ ვიდეოებს და საზოგადოებას წარვუდგენთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×