რეზონანსი
19.05.2019

 ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. დილის 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა 15.4% საგარეჯოშია, ყველაზე დაბალი კი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში - 4%. რაც შეეხება ზუგდიდს, იქ აქტივობა 8,1%-ია.

საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×