რეზონანსი
19.05.2019

 ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. იგი საარჩევნო უნაზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. თუმცა, ჯორბენაძემ ხმის მიცემა რამდენიმე ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა. მას პირადობის მოწმობა ახლობელმა მიუტანა.

„წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა მოითხოვს ცვლილებებს, მე პოზიცია სწორედ ცვლილებების სასარგებლოდ დავაფიქსირე და დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოში და ჩვენს ლამაზ მხარეშიც ცვლილებების დრო სულ მალე დადგება”, – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×