რეზონანსი
19.05.2019

 ნიკა გვარამია  ყველა იმ ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, 1000-ლარიან ჯილდოს  სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში გააკეთა

"ყველა ის  ადამიანი,  რომელიც ეთერში მოიტანს დადასტურებულ  ინფორმაციას  იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნების ნებისმიერ საარჩევნო უბანზე,  ან იმის შესახებ,  რომ მასზე ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, არჩევნების გაყალბების მიზნით,  ეს ადამიანი "რუსთავი 2"-გან ჯილდოდ, 1000 ლარს მიიღებს  ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. 

ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, საარჩევნო ადმინისტრაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვამხელთ, არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ. ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის იმუშავეთ და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×