რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ორივე პირი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.

ისინი დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) საფუძველზე.

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს. ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×