რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე. ერთმანეთს "ნისანის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, პაციენტები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტებს გონი არ დაუკარგავთ, იყვნენ კონტაქტურები, თუმცა აღენიშნებოდათ მრავლობითი მოტეხილობები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

(ინფორუსთავი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×