რუსულ ნავთობს, ამჯერად, პრობლემები ყაზახეთშიც შეექმნა. უკრაინისა და ბელარუსის შემდეგ, 15 აპრილიდან 6 მაისამდე, რუსეთიდან ყაზახეთის მიმართულებით, მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით გადაგზავნილი ნავთობი მთლიანად დაბინძურდა და გამოყენებას აღარ ექვემდებარება.
შექმნილი ვითარების გამო, ყაზახეთმა, ისევე როგორც უკრაინამ და ბელარუსმა, რუსული ნავთობკომპანია „ტრანსნეფტისგან“ ფინანსური ზარალი ანაზღაურება მოითხოვა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება ყაზახეთის მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
სულ დაახლოებით 598,9 ათასი ტონა (6 ტანკერი) ყაზახეთის ნავთობი დაბინძურდა მილსადენ „დრუჟბაში“.
თავის მხრივ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კომპენსაციას გადაუხდის ყველა დაზარალებულს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა, ბელორუსი და ასევე ყაზახეთი წარადგენენ შესაბამის მტკიცებულებებს. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი კოზაკმა განაცხადა.
ამჟამად, არსებული ცნობების საფუძველზე აცხადებენ, რომ საზღვაო პორტ უსტ-ლუგაში სიტუაცია გამოწორდა და 10-დან 15 მაისამდე პერიოდში ყველა ნორმის დამაკმაყოფილებელი 199,7 ათასი ტონა (ორი ტანკერი) ყაზახეთის ნავთობი გადაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ „ტრანსნეფტსა“ და ყაზახეთს შორის ნავთობის ტრანზიტისთვის გაფორმებული იყო შეთანხმება, რომლის თანახმადაც უვარიგისი ნავთობის გადაცემის შემთხვევაში რუსული მხარე ყაზახეთს კომპენსაციის სახით აუნაზღაურებს ზარალს, მაგრამ ეს ხარჯები და დანაკლისი დოკუმენტურად უნდა იყოს ასახული.