რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ბოჭორმის ქუჩის ნომერ 50/18-ის მაცხოვრებლები კორპუსის გვერდით ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კორპუსში ბინების შეძენის დროს უთხრეს, რომ ადგილს არავინ შეეხებოდა, თუმცა ახლა იქ 23 სართულიანი შენობის აშენება იგეგმება.

მერიაში აცხადებენ, რომ მოიჭრა დაავადებული ხეები, რაზეც ნებართვა გაცემული იყო.

მოსახლეობის პროტესტს სამშენებლო კომპანიაშიც პასუხობენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე ყველა საჭირო თანხმობა მიღებულია. რაც შეეხება ხეებს, მოიჭრა მხოლოდ ზეხმელი და ხმობადი ხეები, ჯანსაღი ხეები ადგილზევე გადაირგვება, ასევე დაირგვება ახალი მცენარეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×