(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შუალედური არჩევნები არ გააყალბოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.
“საქართველო მსოფლიოში სამაგალითო ქვეყანა იყო, როგორ გააბანძეთ და გაუბედურეთ. ანაკლიის ჭაობებში ცხვირი უნდა დაარტყმევინო ივანიშვილს, მართლაც თავი უნდა ჩააყოფინო მშენებლობების მაგივრად რომ ჭაობია და ბაყაყები ყიყინებენ, რა უბედურებაა ეს. ხალხის დაშინებით გინდათ ეს?! ვიღაცას არეკინებთ რუსეთიდან, ვიღაცას სამსახურიდან გაგდებით ემუქრებით. ეზიზღები ხალხს.
აქამდე კიდევ ოპოზიცია აკავებდა ამ ხალხის რისხვას, ახლა ნამდვილად აღარ შევაკავებ პირადად, სანდრასთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად ამას სათავეში ჩავუდგები. მე დასაკარგი ნამდვილად არაფერი მაქვს. ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ, საქართველო იკარგება და ეს ვეღარ გაგრძელდება. იფიქრე კარგად ეს ორი ღამე ივანიშვილო, თუარადა მერე ნახავ რაც დაგემართება”,-მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს.