რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში გადმოყვანილი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, პაციენტზე მონიტორინგი გრძელდება და მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდება.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ძილის რეჟიმი გრძელდება. მდგომარეობა უცვლელია“, - განაცხადა თამარ გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×