რეზონანსი
18.05.2019

 ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა 9:24. დღეს კი მის წინააღმდეგ მე-10 ბრძოლა მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. მისი დაწევის შანსი იოკოძუნა კაკურიუს აქვს, რომელიც მოგვიანებით გამართავს საკუთარ ბრძოლას.

დღეს მეორე ქართველმაც გაიმარჯვა. გაგამარუმ, რომელიც კარგ ბაშოს ატარებს, ჯიუროს მე-9 ნომერი მიტორიუ დაამარცხა და ბალანსი 5:2-ზე აქვს.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×