რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელი გზები გადაკეტეს და მანგანეზით დატვირთულ ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

"გადავკეტეთ გზები და არ ვუშვებთ მანგანეზით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა პაატა სამხარაძემ.

მისი თქმით, ამავდროულად 15 მაღაროელი შიმშილობას აგრძელებს.

მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ დღის მეორე ნახევარში მიმართეს. მათ ღამე კარავში გაათენეს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×