რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) ტყიბულის საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი 16 მოსწავლიდან სამი თბილისში გადმოიყვანეს.

კლინიკაში დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე გუშინ შეიყვანეს, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგაც მოსწავლეები გაწერეს. 

მოგვიანებით კლინიკას სამმა მოსწავლემ ისევ მიმართა, ადგილობრივმა ექიმებმა გაუწიეს პირველადი გადაუდებელი დახმარება, ამავდროულად გამოიძახეს რეანიმობილი და არასრულწლოვნები გვიან ღამით შემდგომი კვლევის მიზნით თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×