რუსეთში ხელისუფლების ინიციატივის კვალდაკვალ, რომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ კრიმინალებს, ქართველ ე.წ. კანონიერი ქურდებს შორის დაპირისპირება გრძელდება. რუსული ინტერნეტგამოცემა Прайм Крайм-ის ცნობით, ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში 36 წლის ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი ბესო კვინიხიძე გახდა, რომელიც კრიმინალურ წრეებში "ბესო რუსთავსკის" ზედმეტსახელით არის ცნობილი.
გავლენიან კლანებში ბესო მაქსიმ ფრანცუზთან ერთად გახდა აღიარებული, რომელთანაც ერთად ის წლების წინ სმოლენსკის ოლქის ციხეში სასჯელს იხდიდა. მათთან ერთად იყო ანდრეი თურქი და თემურ გული. ამ "ოთხეულიდან" რეალური გავლენები ახლა მხოლოდ გულის აქვს.
"მოგვიანებით გაირკვა, რომ პეტერბურგელმა კრიმინალებმა ბესო ლეხა ირკუტსკისთან ერთად "გააბათილეს" იმ მიზეზით, რომ ის ე.წ. ქურდების ოჯახში მოტყუებით შევიდა, რადგან "ბუტირკის" ციხეში მომხდარი ინცინდენტის შესახებ არ გაამხილა. საუბარია 2006 წელს მომხდარ ფაქტზე, როდესაც ბესოს ასევე კრიმინალი გუჯა თურქაძე ფიზიკურად გაუსწორდა და ე.წ. ობშიაკის წილებიდან ჩამოაშორა, რადგან მან ადმინისტრაციის წინაშე უბრალო პატიმარი სცემა. ამის შემდეგ ის გუჯასთან ანგარიშის გასწორებას აპირებდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
მოგვიანებით, მისი ე.წ. ქურდულ ოჯახში დაბრუნება შალვა ოზმანოვამ, იგივე "კუსიამ" სცადა, რომელიც შაქროს ნათესავად ეკუთვნის. ამის წინაპირობ, ე.წ. ზონაში ბესოს "დამსახურება" გახდა, როდესაც მან ერთ-ერთ ციხეში ე.წ. სარატოვის მმართველობა "გაალღო" და "წითელ რეგიონში", სადაც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, "ქურდული წესრიგი" დაამყარა. არსებული ვერსიით, იმ დაწესებულებაში კუსია სწორედ ბესოს დახმარებით გადარჩა" – წერს გამოცემა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში ყველაფრის უკან იმავე ციხეში მყოფი კრიმინალური ავტოტიტეტი ირაკლი დანელია იდგა. ბესომ კი უბრალოდ ქულები დაიწერა.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ რაც ბესო კვინიხიძეს ციხის ამბები, რუსეთში ასევე ძალზე გავლენიანი აზერბაიჯანელი კრიმინალის, ნადირ სალიფოვის, იგივეს "გულის" უამბეს, ის შთაბეჭდილების ქვეშ იყო, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ "ბესო არტისტული ნატურა იყო, რომელიც მუდმივად დიდებისკენ მიისწრაფვოდა, რასაც საკმაოდ კარგად და სწორად აკეთებდა... თუ არ ჩავთვლით ხანდახან გარეულ იაფფიასიან ეფექტებს, რაზეც სხვები ცუდად ხუმრობდნენ" – წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, ბესომ უკვე მოახერხა და არა მხოლოდ ქართულ, მთლიანად კავკასიურ კლანებში განხეთქილება შეიტანა და ახლა, როდესაც ისინი რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ არიან, კავკასიელი კრიმინალები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან, რაც მათი "განეიტრალებისთვის"საუკეთესო გზაა.
(ამბები)