რეზონანსი
18.05.2019

 თბილისი მარადმწვანე ხეების გარეშე რჩება. დაავადება ქერქიმჭამია ფიჭვებს უკვე წლებია, ანადგურებს. ჟანგისფერი ფიჭვებიდან დაავადება ვირუსულად ვრცელდება და ჯანმრთელ ხეებსაც აფუჭებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა 3 წლის დაგვიანებით დაიწყო.

მოჭრილი ფიჭვები დედაენის ბაღის მთელ ტერიტორიაზე უკვე 2 კვირაა, დაყრილია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოჭრილი და მიტოვებული დაავადებული ხე გარშემო სხვა ჯიშის მწვანე ნარგავებს უფრო სწრაფად ანადგურებს. ამის გამო კი დედაქალაქ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ დედაენის ბაღში ხეები არ ყრია და სანიტარული ჭრის დასრულების შემდეგ მოჭრილი ნარგავები დაუყოვნებლივ გააქვთ.

დაავადებული ნარგავების სანიტარული ჭრა 6 თვის წინ დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ფიჭვების 90 პროცენტი დაავადებულია, 16 ათასი მრავალწლოვანი ხე კი უკვე მოიჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×