რეზონანსი
18.05.2019

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებში მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს.

"მინდა ახლა ივანიშვილს მივმართო. მომისმინე კარგად შენ, ეს  არჩევნები სანდრას მოგებული აქვს. ისევე როგორც მე ვიცნობ საარჩევნო სიტუაციას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მანეულში და ყველაგან მთავრობას აქვს წაგებული. უბრალოდ, აქ საკითხი დგას ძალიან მარტივად - ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველო შენი დუქანი არ არის, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება.

ან შეეგუებით, რომ ნელ-ნელა, თანადათან  ხელისუფლება გადადის წყნარად საზოგადოების, ხალხის ხელში და სანდრას ვერ მოუგებ, სარკეში ჩაიხედე ბიძინა, თუ რაც გქვია. სარკეში ჩაიხედე, შენ რანაირად შეიძლება მოუგო სანდრას.  შეხედე სანდრას და შეხედე შენს თავს, შენს გარემოცვას. ან თქვენ წყნარად აძლევთ ხელისუფლებას ნელ-ნელა ხალხს, ან ჩვენ ყველა უნდა ვმობილიზდეთ. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ", - ირწმუნება სააკაშვილი.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×