რეზონანსი
18.05.2019

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +34, +39, სანაპირო რაიონებში +30, +35, მთაში +31, +36, მაღალმთაში +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს.

19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, შედარებით აგრილდება, ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს.

18-19 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 20 მაისს კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს +30, +35, ხოლო 20 მაისს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +30, +32, ხოლო 20 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×