რეზონანსი
18.05.2019

 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკების დროს 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა მეგობარმა სცადა, თუმცა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

მამაკაცი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობები მუცლის და ხელის არეში აქვს მიყენებული, ამ წუთებში კი დამატებითი კვლევები უტარდება.

"მამაკაცი დაახლოებით 40 წუთის წინ შემოიყვანეს ჩვენთან, ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ხელის მტევნის მიდამოებში. ამ წუთებში უტარდება შესაბამისი გამოკვლევები", -  განუცხადა “აიპრესს” საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×