რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი, ასლან ბჟანია მოწამლეს, - ასეთი დასკვნა დადო ბიოლოგიური მონაცემების საფუძველზე გერმანულმა საექსპერტო სააგენტომ NY ჰეფემ, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს.

ასლან ბჟანია 2019 წლის 18 აპრილს მძიმე ტოქსიკური დიაგნოზით მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალოგიური დიაგნოზით, სკლიფასოვსკის კლინიკაში მოათავსეს მისი დაცვის 2 წევრი.

ბჟანიას ოჯახის წევრებსა და პოლიტიკურ თანამებრძოლებისთვის დღემდე უცნობი იყო რეალური დიაგნოზი, სანამ გერმანიაში გაგზავნილი მონაცემების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული დასკვნა არ ჩამოვიდა.

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ მის სისხლში მკვეთრად არის გაზრდილი ტყვიის შემცველობა სისხლში, ალუმინის შემცველობა შარდში, ასევე კადმიუმისა და ბენზოდიაზეპინების მაჩვენებლები.

ამასთან ეს ბიოლოგიური მონაცემები აღებულ იქნა ჟანიასთვის სისხლის გაწმენდითი 2 პროცედურის ჩატარების შემდგომ. თითქმის ანალოგიურია დაცვის წევრთა ანალიზების დასკვნებიც. დასკვნაში ასევე გამორიცხულია, რომ ეს მონაცემები ინფექციური დაავადების შედეგად არის გაუარესებული.

2019 წელს, ივლისში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, სადაც ბჟანია ერთრთი რეალური კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ოპოზიცია ბჟანიას მოწამვლას ხელისუფლებას აბრალებს და არჩევნების შემოდგომაზე გადატანას ითხოვს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×