რეზონანსი
17.05.2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის ორი მეშვიდეკლასელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს. მათ პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, ორივე მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია თუმცა, ვარაუდობენ, რომ მოსწავლეები გაზის სუნით მოიწამლნენ. 

მოსწავლეების გაზით მოწამვლას გამორიცხავს სკოლის დირექტორი, ნანა ქევხიშვილი ირწმუნება, რომ უცნაური სუნი საკლასო ოთახში ფანჯრიდან შევიდა. სკოლის ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×