(რეზონანსი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ.
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე საზოგადოების დაკვეთაა.
„მოვაწყობთ მსვლელობას სამების საპატრიარქო ტაძრისკენ. დღეს აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილებას, დაკვეთას, რომ მათ უხარიათ დღევანდელი დღესასწაული და კმაყოფილებით იღებენ მონაწილეობას ამ ზეიმში. ვხედავთ მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს და ვგრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ ჩვენისთანა მონოეთნიკური წარმომავლობის ერისთვის აუცილებელი იქნება თვითმყოფადობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, არავის არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ, ვაფიქსირებთ ქართველი ერის ნებას, რომ ჩვენ გვინდა ტრადიციული ოჯახები და ეს ტრადიციული ოჯახები არის ჩვენი ხვალინდელი დღე", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
მსვლელობა დასრულდება კონცერტით, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისის შემდეგ გაიმართება.


