რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს" ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, „ნილის" მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანებაში, ზოგ შემთხვევაში კი - საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი სახის დარღვევა კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტას გამოიწვევს.

"წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ნილს" ჰქონდა მცირედი დარღვევები, რაზეც ყოველთვის იყო დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტრაქტუალური ჯარიმები მერიის მხრიდან, მათ საქმიანობაში საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა იმ კუთხით, რომ მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მომხდარიყო. იგივეს ვერ ვიტყვით ბოლო კვირაზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, პროდუქტის დაგვიანებაში, ხშირად კი - საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

დღევანდელი გაფრთხილება მათ მიმართ უკანასკნელია. მომავალი კვირის ორშაბათიდან, მცირედი გადაცდომაც კი, დაუყონებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×