რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ქედაში, სოფელ ვარჯანისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 3 ქვეწარმავალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 2 ქვეწარმავალი ეზოში, ერთი კი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახში შენიშნეს.

მახარაძეები საცხოვრებელ სახლში ვერ შედიან იმის გამო, რომ ეშინიათ ქვეწარმავალი სხვა ოთახებშიც არ იყოს, მათთვის განსაკუთრებით სახიფათო ბავშვების გამოა.

ისინი შესაბამის სამსახურს დახმარებას სთხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×