რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ჟურნალისტების გადაადგილება შეიზღუდა. რა გახდა ამის მზიეზი? - ამ კითხვით ჟურნალისტებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხს მიმართეს.

„არავის არ გაუცია ასეთი ბრძანება, რა დღეში ხართ, ვერ გავიგე?"- უპასუხა მესხმა მედიის წარმომადგენლებს.

"სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრებოდით, ხალხო? შესაბამისად დაელოდებოდით იქ ამ სიტუაციას. ანუ სხდომა ხომ დასრულდა და კომენტარი გაკეთდება ყველაფერზე. კი ბატონო საჯარო სივრცეა, მაგრამ... აქეთ სამუშაო სივრცეა," - განაცხადა მესხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×