რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ძირითადი პრობლემები, რასაც მაღაროელები აყენებენ, არის მარტივი და აბსოლუტურად გასაგები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები ადგილობრივებს ხვდებიან.

ღარიბაშვილის თქმით, მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და ის დროულ რეაგირებას საჭიროებს.

„მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მაღაროელების მიმართ სოლიდარობით. ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენ ამ გულწრფელ პროტესტს რა თქმა უნდა სჭირდება დროული რეაგირება. როგორც ჩემმა მეგობარმა კახა კალაძემ აღნიშნა, შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და პირობები გაუმჯობესდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე კომპანიას მიმართა და მოითხოვა, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან თავის დროს მაღაროელებისა და დასაქმებულების ოჯახის წევრების წინაშე აიღო.

ჭიათურაში მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×