საზარლად მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ილაპარაკა:
"გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათიას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, - წერს ჩვენებაში ბრალდებული.
ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან თაკო გამრეკელაშვილი აბაზანაში გამოასლმა სიცოცხლეს. "ცხონებული ვანაში შემყავდა, კაკუნი რომ დაიწყო" - აღნიშნა ტელეინტერვიუში ბრალდებულმა.
ბაქრაძემ ნათია გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა შემდეგ გადაიფიქრა.
ვეფხია ბაქრაძე დიდი ხნის წინ ძალოვან უწყებაში, კონკრეტულად კი დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა მისი მსახურება 2 წელიწადში ამოიწურა (1991-1992 წლები), შემდეგ კი ორჯერ გასამართლდა.