რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ოჯახის სიწმინდის დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე სოლო მომღერლები არ გამოვლენ.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, ერისიონი, რუსთავი და ალილო. კონცერტი დღეს, 17 მაისს სამების ეზოში, 20:00 საათზე დაიწყება.

დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, როცა მომღერლების გარკვეულმა ნაწილმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

თამარ ჭოხონელიძემ თქვა, რომ კონცერტში მისი მონაწიელობა იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია. ასევე განმარტავს, რომ არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას.

მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორისო მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×