რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) "ოჯახის სიწმინდის ფარისევლურად დამცველებმა გაუნადგურეს უდანაშაულო მღვდლის ოჯახს ერთობა", - ამის შესახებ ფეისბუქზე პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე წერს.

„ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა: ჩემი ძმა უსინდისოდ მოგლიჯეს ოჯახს. მისი მცირეწლოვანი შვილების მეხსიერებაში ნელ-ნელა იცრიცება მამის ნამდვილი სახე და ფოტოებს ვაშველებთ, რომ მეხსიერებიდან სრულად არ ამოიშალოს. ოჯახის სიწმინდის ფარისევლურად დამცველებმა გაუნადგურეს უდანაშაულო მღვდლის ოჯახს ერთობა.

კიდევ ერთი რამ, მამა გიორგი თავის სულიერ ოჯახად მიიჩნევდა საპატრიარქოს. ის ჭეშმარიტად თავგანწირული იყო თავისი ოჯახის. დღეს მე მინდა შეკითხვა დავსვა: მამა გიორგის სულიერ ოჯახში შენარჩუნებულია სიწმინდე? და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ოჯახის სიწმინდეზე?" - წერს თორნიკე მამალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×