რეზონანსი
17.05.2019

 17-18 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე გაიზრდება. ასეთი ტემპერატურა მაისისთვის უჩვეულოა. მომდევნო 2-3 დღეში სიცხე იქნება დედაქალაქშიც, სადაც ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნელექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. ასე რომ, გამორიცხული არ არის, მომდევნო კვირას ვითარება კვლავ შეიცვალოს და ისევ არამდგრადი ამინდები დადგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×