რეზონანსი
17.05.2019

 16 წლის მოზარდი ცირა ბერუაშვილი სახლის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული საკუთარმა დედამ ნახა.

როგორც ფცის საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, 16 წლის მოზარდი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში მივიდა და ის გაკვეთილების დასრულებამდე სკოლაში იმყოფებოდა. გელა ქოთოლაშვილის თქმით, მოზარდი რაიმე საეჭვო ქმედებები არ შეუმჩნევიათ.

"სკოლაში ექვსი გაკვეთილის დასრულებამდე იყო. კლასის დამრიგებელი და გარდაცვლილი ერთ უბანში ცხოვრობენ და იმ დროს, როდესაც მოზარდი სახლში მიდიოდა, მასწავლებელმა თქვა, რომ საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა. რაც შეეხება უშუალოდ ამ ბავშვს, არ შემიძლია რაიმე ცუდის თქმა. ძალიან კარგი გოგო იყო, წარმატებული როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე ყოფაქცევითაც", – აცხადებს ფცის საჯაროს კოლის დირექტორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×