რეზონანსი
16.05.2019

უკვე მესამე დღეა თბილისში 31 წლის ნიკა რუხაძეს ეძებენ. ის მამიდასთან ფონიჭალაში აპირებდა მისვლას, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ოჯახისთვის ნიკას გაუჩინარების მიზეზები უცნობია, ახალგაზრდას უკვე პოლიციაც ეძებს.

"14 მაისს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა სახლიდან, მიდიოდა მამიდასთან ფონიჭალის დასახლებაში და არ არის მისული იქამდე. მის მერე არ ჩანს, ტელეფონი გამორთული... ჩემმა მეორე ბიჭმა მითხრა, რომ დაველოდოთ, იქნებ გამოჩნდეს და მოვიდესო. ვუცადეთ, არ გამოჩნდა და განვაცხადეთ დღეს. ვთხოვ,  მომაძებნინონ და მიშველონ, იქნებ უჭირს რამე“ - აცხადებს ნიკა რუხაძის დედა, ნატო რუხაძე.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×