რეზონანსი
16.05.2019

 სოფელ კახათში, ავარიისას დაშავებულები მოსწავლეები, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. წინასწარი ინფორმაციით, 2 მათგანის მდგომარეობა რთულია. ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია შვიდი მოზარდი. პაციენტები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები. სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ“, - ამბობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი სულხან ორჟონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×