რეზონანსი
16.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას მისამართით გაკეთებული პოსტის გამო ბოდიშს იხდის.

„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, Facebook-ის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას", - წერს საკრებულოს წევრი.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ფაცაციამ თინა ბოკუჩავას შესახებ დაწერილი შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი დაწერა და შემდგომ წაშალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×