რეზონანსი
16.05.2019

 "ბაზისბანკის" მენეჯმენტს  საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, ორი ახალი წევრი შეემატა – გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, რომლებიც ბანკში კომერციულ და ოპერაციულ მიმართელებებს უხელმძღვანელებენ. 

„ბანკის სწრაფი ზრდა და განვითარება, დასახული ამოცანების მეტად ოპერატიულად გადაწყვეტას გვისახავს მიზნად.  კიდევ უფრო დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, სწორედ ამბიციური სამომავლო გეგმების წარმატებით შესრულებაში დაგვეხმარება.“ - აცხადებენ "ბაზისბანკში". 

შეგახსენებთ, რომ "ბაზისბანკი" უმსხვილესი ბანკების ექვსეულშია და მისი აქტივები  1,400 მილიონ ლარს აღემატება. ბანკის საკრედიტო პორტფელი 930  მილიონ ლარს აღემატება. ბაზისბანკის მომგებიანობის ტრენდი კი,  სექტორში ყველაზე  სტაბილურ ზრდას აჩვენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×