რეზონანსი
16.05.2019

 (რეზონანსი) გორში მოკლული 9 წლის მოზარდის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.  მისი თქმით, ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ტელეფონიდან  დაკავებამდე წაშალა ჩანაწერი, რომელიც რომელიც არასრუწლოვანთან სექსუალურ ხასიათის ქმედებას ადასტურებს. პროკურორის თქმით, ჩანაწერი აღდგენილია. 

„სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი.

ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი.  ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×