რეზონანსი
15.05.2019

 (რეზონანსი) მომღერალი ოთო ნემსაძე „რუსთავი 2-"ის გენარალურ დირექტორს ნიკა გვრამიას სოციალურ ქსელში პასუხობს.

„არის რაღაცეები რასაც ვერ გაატარებ. დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია. ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. პროექტების ხარისხებს მიხედე ჯიგარო. ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე. ჩამორეკე ახლა გადაცემებთან" - წერს ნემსაძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ევროვიზიაზე ოთო ნემსაძის გამოსვლა გააკრიტიკა.

ოთო ნემსაძემ ევროვიზიის კონკურსის ფინალში ვერ გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გავიდა და სიმღერა „სულ წინ იარე" შეასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×