
მოკლული 13 წლის ბიჭის ბებია და მკვლელობაში ბრალდებულის დედა, ინგა ირემაძე ამბობს, რომ ვალერი ირემაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხდარს ვერ აღიქვამს სინანულის განცდა არ გააჩნია:
"ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ოჯახშიც რეკავს, მაგრამ არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა. სინანულის გრძნობა არ აქვს, რადგან ექიმი ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის პრობლემა ესაა. ჩემი შვილი, თავისი ნებით მივიდა რუსთავის საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთეს გადასხმა, გარკვეული პროცედურები და რამდენიმე საათი დაყო იქ და რუსთავის საავადმყოფომ უთხრა მის მეუღლეს, რომ გადაეყვანათ ან ნარკოლოგიურში, ან ფსიქიატრიულში.
ჩემი შვილი დათანხმდა და პირველად მივიდა თბილისის ნარკოლოგიურში, მაგრამ არ მიიღეს, უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ადგილები. მერე ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადავიდნენ და დერეფანში სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ექიმი ჩემ შვილს, შეხედა და დიაგნოზი დაუსვა, რომ არაფერი არ სჭირდა და წაიყვანეთ სახლში, არ გვაქვს ადგილებიო", - განაცხადა ინგა ირემაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან ვალერი ირემაძე ეპილეფსიითაა დაავადებული და ფსიქოტროპულ წამლებს 6 წლის ასაკიდან იღებდა.