
მე დედაჩემს ვეთანხმები ყველანაირად და გვერდში ვუდგავარ, - ასე ეხმიანება თამარ ჭოხონელიძის ვაჟი, კოკო როინიშვილი დედამისის მიმართ უარყოფით რეაქციას, რომელიც მომღერლის განცხადებას მას შემდეგ მოჰყვა, რაც ჭოხონელიძემ თქვა, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე არ იმღერებს.
"მე დედაჩემს ვეთანხმები ყველანაირად და გვერდში ვუდგავარ. რაც შეეხება ნეგატიურ კომენტარებს, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. უბრალოდ ერთს ვთხოვ მათ, რომ ესეთ სიბნელეში ნუ იცხოვრებენ, თავისი ჭკუითაც იაზროვნონ, ბრმად ნურავის ნუ მიენდობიან და გაყვებიან. ეს თხოვნაა მათნაირი მოქალაქეებისთვის",- აცხადებს კოკო როინიშვილი "პრაიმტაიმთან".
გუშინ ტელეეთერში თამარ ჭოხონელიძემ თქვა, რომ კონცერტში მისი მონაწიელობა იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია. იგი არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას.