რეზონანსი
15.05.2019

 (რეზონანსი) პოლიციამ თეთრწყაროს რაიონში მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით  45 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც, რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×