რეზონანსი
15.05.2019

 (რეზონანსი) ქართველმა სიუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჯერ-ჯერობით უდანაკარგოდ მიიწევს წინ.

ამჯერად ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იყო. ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა. თავდაპირველად უპირატესობა ტამავაშიმ მოიპოვა, მაგრამ ლევანმა რთული მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა და მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა.

ამრიგად, ტოჩინოშინის ბალანსი 4/0 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ამ ტურნირზე 10 მოგება ესაჭიროება.

სულ თითოეული მებრძოლი 15 ბრძოლას მართავს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×