რეზონანსი
14.05.2019

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე და­ი­კი­თხა. ლე­ვან მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მათი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, რა დრო­საც ტრა­ი­ლე­რის ხმა მო­ეს­მათ, რამ­დე­ნი­მე წამ­ში შე­ჯა­ხე­ბის ხმაც გა­ი­გო­ნეს და და­ი­ნა­ხეს დამ­ტვრე­უ­ლი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

"ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. გვა­მე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ. ერთი მძღო­ლი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი, მე­ო­რე, "მერ­სე­დე­სის" მძღო­ლი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ. გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო, ად­გილ­ზე პატ­რუ­ლიც იყო. მას შემ­დეგ, რაც სას­წრა­ფო მო­ვი­და, გვთხო­ვეს ად­გი­ლი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მო­სი­აშ­ვილ­მა.

მოწ­მემ ასე­ვე უპა­სუ­ხა პრო­კუ­რო­რის კი­თხვებს და გან­მარ­ტა, რომ მას შე­ჯა­ხე­ბამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ და­უ­ნა­ხავს და არც მუხ­რუ­ჭე­ბის ხმა გა­უ­გია.

სხდო­მას ად­ვო­კატ­თან ერ­თად და­ეს­წრო მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი. პრო­ცესს მო­სა­მარ­თლე მურ­თაზ კა­პა­ნა­ძე უძღვე­ბო­და. მომ­დევ­ნო პრო­ცე­სი 24 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×