რეზონანსი
14.05.2019

 მომღერალი თამარ ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება  17 მაისს სპეციალურად დაამთხვია.  ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„თავი უნდა მოვიტყუოთ რომ ვთქვათ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწიმნდის დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საპატრიარქომ არ დაამთხვია.  ეს, არის ტყუილი“ - განაცხადა ჭოხონელიძემ.  ჭოხონელიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს ქართულ ოჯახებს გარყვნის.  მანვე აღნიშნა, რომ დაპირპისპირების პოლიტიკაც საპატრიარქოს პოლიტიკაა. 

„დაპირირსპირებას რაც შეეხება, ეს, არ არის რელიგური მხრიდან გაკეთებული.ეს, მაინც  საპატრიარქოს პოლიტიკაა. ეს დამტკიცდა 2013 წელს. როდესაც ხალხი ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის შეიკრიბა, ამბობდნენ, რომ  ეს ყველაფრეი ცუდია, არ შეიძლება ხალხის ჩაქოლვა, მაშინ განზე არ იდგა საპატრიარქო. რაც მახსენდება, არის მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ხელისუფლებას, რომ თუ ამას მხარს დაუჭერთ, ბევრ ხალხს გამოიყვანდნენ და ასეც მოხდა. მოხდა ცუდი ფაქტი. ეს იყო თუ არა ძალადობა? ვფიქრობ, რომ იყო. 

ქრისტიანობა არ განსაზღვრავს რამდენად არის ჩაბმული ადამიანი ეკლესიის პოლიტიკაში. ეკლესიას აქვს თავისი პოლიტიკა. მე როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვადებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად?" - განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×