რეზონანსი
14.05.2019

 „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად მაინც საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„თურქეთის გავლენა საკმაოდ დიდია, თუმცა „გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტების მოლოდინის მიხედვით, საგარეო ფაქტორები უკვე სრულად არის ასახული კურსში და ის ოდნავ უფრო მეტად არის დასუსტებული. ასე რომ, მალე შეიძლება, კორექტირება მოხდეს“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი ლარის კურსთან დაკავშირებით ეთანხმება სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის ნორმის ფარგლებში და საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსზე გავლენას არ მოახდენს.

„ლარის დასუსტების ფონზე ვხედავთ, რომ საექსპორტო შემოსავლები საკმაოდ მყარია, ტურიზმიდანაც ამ სეზონზე შემოსავლების შემოდინებას ველოდებით. ეს სავალუტო შემოსავლები ქვეყნისთვის ძალიან კარგია – ლარი გამყარდება ან სავალუტო რეზერვები გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთი მოხდება თუ მეორე, ქვეყნისთვის ორივე დადებითია “, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×