რეზონანსი
14.05.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ქვა თავში ჩაარტყეს. ფაქტს თავად დაზარალებული ადასტურებს.ინციდენტი სოფელში ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უთანხმოებას მოჰყვა, რა დროსაც რუაძესა და რამდენიმე თანასოფლელს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, მოგვიანებით კი საჯარო მოხელეს დაზიანება თავს არეში მიაყენეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×