რეზონანსი
14.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ეროვნული მოძრაობის წევრი გელა კვარაცხელია სამართალდამცავებმა დააკავეს. ის პოლიციის რაიონული განყოფილების მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს.

პოლიციის შენობაში შეყვანამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერია და მის გამო ციხეში ჩაჯდება. კვარაცხელიამ ასევე თქვა, რომ სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოუშვებს. მისი სიტყვებით, ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია.

დადიანების ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ ინციდენტი.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×