რეზონანსი
14.05.2019

"პსპ ჯგუფი" "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს "პსპ ჯგუფში" დაადასტურეს. 

„ბოლო 6 თვის განმავლობაში "ჯეო ჰოსპიტალსის" მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ "ჯეო ჰოსპიტალსის" ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - აცხადებენ "პსპ ჯგუფში."  

"ჯეო ჰოსპიტალსი" კლინიკების ქსელია, რომელიც  2011 წელს დაარსდა. "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×