რეზონანსი
14.05.2019

 (რეზონანსი) გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას დეპუტატებთან შეხვედრას არ უნდა დაესწრონ.

მდინარაძის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება, თუ რის გამო გადადგა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია.

„ვფიქრობ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. ასევე საზოგადოება კარგად ხვდება კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ გადადგა ეს ადამიანი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 15 მაისს, პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიამივა. ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×