რეზონანსი
14.05.2019

 (რეზონანსი) სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა ნა­ტაძ­რალ ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლი და­ან­გრია, ურ­ბნი­სი­სა და რუ­ი­სის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე იობ­მა ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კვე­ლი აკურ­თხა.

ნა­სახ­ლარ­ზე ტა­ძა­რი აშენ­დე­ბა, რო­მე­ლიც წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის იქ­ნე­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი წმინ­და­ნი ეცხა­დე­ბო­დათ მათ პე­რი­ო­დუ­ლად და ნა­ტაძ­რალ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის და­ტო­ვე­ბას სთხოვ­და."უფ­ლის შე­წევ­ნით, ამ ად­გილ­ზე, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით ად­რეც ტა­ძა­რი ყო­ფი­ლა, ეკ­ლე­სია კვლავ აშენ­დე­ბა. მე­უ­ფე იობ­მა აკურ­თხა სა­ძირ­კვე­ლი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს ხატს, რო­მელ­შიც ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლია წმინ­და­ნის ძვლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სა­ღო­ლა­შე­ნის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ღვარ­მა მამა ია­კობ­მა.სახ­ლი, რო­მე­ლიც ხა­რა­ზიშ­ვი­ლებ­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით მას შემ­დეგ და­ან­გრი­ეს, რაც ოჯახ­ში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი და­ი­წყო.ძვე­ლი ტაძ­რის ოთხკუ­თხა ქვებს, სვე­ტებს და თა­ღო­ვა­ნი სარ­კმლის ფრაგ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლის ნგრე­ვი­სას კედ­ლებ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

(ამბები.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×